logo
ENG



სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას - "რევოლუცია"

03 ნოე 202116:43
3 წუთის საკითხავი
 
სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას - "რევოლუცია"

სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას - "რევოლუცია". 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ "სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით". 

სუს-ის განცხადებით, რევოლუციისკენ მოწოდება დასჯადია, შესაბამისად, ისინი გადადგამენ ყველა შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯს. 

აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ამ განცხადების შინაარსი ფეისბუქზე გააპროტესტეს.

 

სუს-მა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით 29 ოქტომბერს დაიწყო. 

სუს-მა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით 29 ოქტომბერს დაიწყო. 

უწყების მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, "გზების ბლოკირება და დესტრუქციული ქმედებებით, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა".


close დახურვა